შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემია ქვეყანაში კიდევ თვეების განმავლობაში იქნება. ამასთან ფაუჩი იმედოვნებს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაახლოებით ერთ წელიწადში დავუბრუნდებით.
ბრიტანულ Telehgraph-თან ინტერვიუში, ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ვირუსის რამდენიმე ციკლი.
"ვიმედოვნებ, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ვითარება დასტაბილურდება და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. სავარაუდოდ ეს არ მოხდება შემოდგომაზე ან ზამთარში, ალბათ უფრო მომავალ წელს", - განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა.
ფაუჩიმ დასძინა, რომ ვირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე გარდაუვალი არ არის.