ვფიქრობ, რომ კონგრესმენების ის ერთი წინადადება, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშშთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
ვოლკის თქმით, ეს წინადადება მხოლოდ აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია.
"მე შემიძლია რუსეთისადმი ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც "ნაცმოძრაობამ" რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ხელი შეუწყვეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონგრესმენების ის ერთი წინადადება, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია“, - ამბობს ვოლსკი.
13-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.