შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს გაცდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 2 000 464-ს მიაღწია. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 533 504.
აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილია 112 924 ადამიანი.
შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა ინფიცირებულების და გარდაცვლილთა რაოდენობით.