„წალეკა საინფორმაციო ველი ფეიკ ნიუსებმა. არ ვიცი, რამდენად ფასდება ეს ყველაფერი საზოგადოებაში, მაგრამ მგონია, რომ არჩევნები გასცემს ყველაფერს პასუხს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს ტყუილებს.
„თურმე სესხი ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდისთვის გვინდა. ამაზე უზნეო ტყუილი არ არსებობს დღეს შექმნილ ვითარებაში. თურმე პოლიციელებმა ჩვილი ბავშვის გადაგდება გადაწყვიტეს ნაგვის ურნაში. ამაზე მთელი გადაცემა იყო აგებული და პატარა ბავშვები გამოიყენეს იმისთვის, რათა თავისი ეს ბინძური პიარ განზრახვა მოეყვანათ სისრულეში. ჯარში შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით - უზნეო ტყუილი და მგონი, პარასკევს კიდევ გვექნება ამასთან დაკავშირებით სასაუბრო. თურმე პრემიერ-მინისტრი არა მარტო უნდა გადადგეს, ოპოზიციური პარტია უნდა შექმნას. შეტევა ჯანდაცვის მინისტრზე - მიხვდნენ, რომ ექიმებზე შეტევა არ არის პოპულარული და ახლა ჯანდაცვის მინისტრზე გადმოერთნენ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.