20 ივნისს აქცია შედგება, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრის, ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქცია აღიქმება, როგორც "სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება"
„შედგება ის ყველა წესის დაცვით, შედგება კანონის ფარგლებში და მათ შორის პანდემიის მდგომარეობასთან შესაბამისად. არაფერი უკანონო აქ არ არის, არავის არ აუკრძალავს. ყველა მიხვდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ხელისუფლება არის მოძალადე და ძალადობის მთავარი მოტივი არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ხერხებით. ამ ერთმა წელმა, ფაქტობრივად, გამოაფხიზლა ქართველი ხალხი“, - თქვა გოცირიძემ.