მწვავე დაპირისპირებაა ოპოზიციაში და ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, დარღვეულია ის ერთობა, რომელიც ოპოზიციამ მედიასაშუალებების მეშვეობით, საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა.
„არ ვიცი, ვინ რა ამოღერღა ოპოზიციიდან და ერთმანეთს ასე რატომ მიმართავენ ბოლო პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთობა, რომელიც მათ წარმოაჩინეს საზოგადოების წინაშე მედიასაშუალებების მეშვეობით, დარღვეულია. ისინი არა თუ კამათობენ, არამედ მწვავე დაპირისპირებაა ოპოზიციაში და ეს მათი გადასაწყვეტია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.