სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან განიკურნენ.
"ცოტა ხნის წინ მივიღე კორონავირუსის განმეორებითი ტესტის შედეგები. ყველა პასუხი უარყოფითია", - დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკზე.
ნიკოლ ფაშინიანისა და მისი ოჯახის წევრების ვირუსით ინფიცირების შესახებ 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი.
7 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 13 325 ადამიანი, განიკურნა 4099, ხოლო 211 გარდაიცვალა.