სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ქვეყანაში შესაძლოა 100 ათასზე მეტი კორონავირუსის მატარებელი იყოს.
სომხეთში კორონავირუსის იფიციალურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 13 130-ს შეადგენს.
ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებისა და გავრცელების მონაცემთა ცხრილი.
პრემიერმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ სომხეთში 100 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსის მატარებელია.