დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" ეთერში პირბადეების გამოყენების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნიღაბის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია.
"ღია სივრცეში ჩვენ ვერ ვიცავთ ფიზიკურ დისტანცირებას, ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, სამწუხაროდ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების ხანაში, ჩვენ კორონავირუსის წინ საბრძოლველად დავრჩით მხოლოდ იმით, რითაც 18 წლის წინ ებრძოდნენ,"- ამბობს პაატა იმნაძე.
"რისკია ლორწოვანი გარსები ასევე, მაგრამ ძირითადი რისკი, მაინც ცხვირისა და პირის ლორწოვანი გარსია. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კოლეგები დამცავი ფარებითაც მუშაობენ. ძალიან მაღალი რისკის დროს უნდა იყოს ორმაგი დაცვა, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში ნიღაბიც ეფექტურია. თუ ავადმყოფს უკეთია პირბადე, ეს ძალიან წევს რისკს, თუ ჯანმრთელს უკეთია, ეს არ წევს ძალიან ქვემოთ რისკს, მაგრამ თუკი ორივეს უკეთია - ეს უკვე რისკს ძალიან ამცირებს. ამაზეა დამყარებული მთელი რეკომენდაციები. ამიტომ, ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, თუ გვინდა ის არ განმეორდეს, რაც ჩვენს მეზობლებთან ხდება”,- აცხადებს პაატა იმნაძე.