სომხეთში გვყავს პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზება სჭირდებათ, თუმცა არ შეგვიძლია. განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას.
მისი თქმით, სომხეთში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და მოსალოდნელია ეპიდემიის აფეთქება.
ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. სომხეთის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში, ინფიცირების 697 შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდგინა ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს.