20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ჯარისკაცების კვებასთან გავრცელებულულ ბრალდების საპასუხოდ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ჯარმა უნდა შეაფასოს.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ეთერის საშუალებით მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის გავაკეთო რამდენიმე განმარტება ნეგატიურ თემებზე, რომელიც ჩემ ირგვლივ ისმის. როგორ საუბრობენ ჩემზე მაგას, როცა ხორცის და კვების პრობლემა იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი. 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე, მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას. მე ეს დავისახე მიზნად და გავაკეთე. შეიძლება, ჩემამდე იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ეს ყველაფერი მე მოვაგვარე. ეს ყველაფერი ჯარმა უნდა შეაფასოს. ჯარი და ჯარისკაცები არის ჩემთვის ჩემი მთავარი მაკონტროლებელი. დაე, მათ განსაზღვრონ ვინ რა შეასრულა და ვინ რა არ შეასრულა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.