2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარსდა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად მდინარე მტკვარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.
აღებულ სინჯებში ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდ. მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველთვიურად 19 წერტილში, ხოლო კვარტალურად 33 წერტილში ახორციელებს, რომლის შედეგები სააგენტოს ვებ-გვერდზე მუდმივად იდება.