მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ტერორი გრძელდება. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა სამეგრელოს რეგიონში მომხდარი ფაქტი.
"მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების დროს, დაუდგენელმა პირებმა, რამდენიმე ათეული მოწმის თვალწინ, ძალის გამოყენებით დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს მოძრაობის სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორი ბადრი ბენიძე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ბენიძეს ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა", _ აცხადებენ ისინი.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აცხადებს, სამართალდამცავების უკანონო ქმედება და ბენიძის მიმართ ხელოვნურად შეთითხნილი ბრალდება ნათლად წარმოაჩენს სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილ სახეს. მოძრაობა კატეგორიულად მოითხოვს ბადრი ბენიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.