შეერთებული შტატები წყვეტს ურთიერთობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თანხა, რომლითაც აშშ-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აფინანსებდა, სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გადანაწილდება, რათა ის გადაუდებელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდეს.
"მსოფლიო ახლა იტანჯება ჩინეთის მთავრობის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამო. ჩინეთმა გამოიწვია გლობალური პანდემია, რომელმაც 100 ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა", - განაცხადა ტრამპმა თეთრის სახლის ვარდების ბაღში გამართულ ბრიფინგზე.
ტრამპის თქმით, ჩინეთმა მძლავრი ზეწოლა მოახდინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე, რათა მსოფლიო ვირუსთან დაკავშირებით შეცდომაში შეეყვანა.
"უამრავი სიცოცხლე მოისპო, მსოფლიო კი ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე მიიყვანეს", - დასძინა ტრამპმა.