Forbes- ის მიხედვით, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
გამოცემის მიხედვით, ფედერერმა საანგარიშო წელს 106.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ როჯერ ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის სათავეში პირველად მოექცა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის პირველი ხუთეული შემდეგნაირად გადანაწილდა - პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი დოლარი), არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი (104 მილიონი დოლარი) და ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი (95,5 მილიონი დოლარი).
მეხუთე ადგილზე ამერიკელი კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი მოხვდა, 88,2 მილიონი დოლარით.