COVID-19 დაკავშირებული რეგულაციები ტურიზმის ინდუსტრიაში გამოქვეყნებულია!, - წერს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე. ის ასევე განმარტავს, რომ რეგულაციების დანერგვის ფაზა იწყება, რასაც თან სდევს ბევრი ტრენინგები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება სრულებით უსასყიდლოდ.
"გთხოვთ იხილოთ ბმული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად - სასტუმრო, ტურისტული კომპანია, ტურისტული ტრანსპორტი, გიდი და სარესტორნო ბიზნესისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს კერძო სექტორს აქტიური ჩართულობისთვის და ფაქტობრივად რეგულაციების თანაავტორობისთვის! მადლობა ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სამინისტროს ტურიზმის ინდუსტრიის თხოვნების სრულად გათვალისწინებისთვის!
ვიწყებთ რეგულაციების დანერგვის ფაზას და ბევრ ტრენინგებს რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება სრულებით უსასყიდლოდ", წერს ქვრივიშვილი.