მოვითხოვთ, რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია . ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მორგანო ორტაგუსი მიკრობლოგ "ტვიტერში" წერს.
"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ძალების მიერ მიმდინარე "ბორდერიზაციას". ჩვენ კვლავ ვაცხადებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება", - განაცხადა ორტაგუსმა.