წესები ადგენს ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებსა და პროცედურულ მოთხოვნებს.
➡️წესები შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:
- ლიცენზირების წესისგან
- ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისგან
⭕️ახალი რეგულაციით ლიცენზიის მაძიებლისა და ლიცენზიანტისთვის განისაზღვრა სავალდებულოდ შესასრულებელი პირობები.
🔴 წესების მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ენერგეტიკულ საქმიანობას ახორცილებენ, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად არ საჭიროებენ ლიცენზირებას, ვალდებულნი არიან, შეატყობინონ კომისიას არალიცენზირებადი საქმიანობის შესახებ. ეს საქმიანობებია: ელექტროენერგიის წარმოება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის მიწოდება და ვაჭრობა.
🔴 სემეკის მიერ წესების მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელშიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების ოქმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები.