საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენა, დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრებიან ასევე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები.
პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.