"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის გონებიდან ცდილობს ამოშალოს ის, რაც საკუთარ თავში არ მოსწონს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა "იმედის" გადაცემაში "არენა" განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად შერაცხა, ახლა კი, როცა ის თავისუფალია, მისი საკუთარ რიგებში მიღება არც ერთ პარტიას არ სურს.
"შეხედეთ, როგორ ექცევიან იმ აბსოლუტურად ოდიოზურ პერსონას, როგორიც არის ვანო მერაბიშვილი. მისი ციხიდან გამოშვებისთვის იყვნენ დარაზმულები. რად არ შერაცხეს ის, როგორც ახლა შერაცხეს ოქრუაშვილი და სხვები - პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად, დაპატიმრებულად. და როდესაც ვერაფერს გახდნენ და ამ ადამიანმა ბოლომდე მოიხადა სასჯელი და სტრასბურგმაც თქვა, რომ იქ ერთი პატარა პრობლემა არის, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი ღამით საკნიდან გაყვანილი, თუ ასეთი იყო, თქვა რომ პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა ეს ადამიანი ციხეშიო. გამოვიდა ბოლოს ეს მათთვის ნანატრი ვანო ციხიდან. ახლა ამბობენ: "მე არ მინდა, შენი იყოს", "მე არ მინდა, იმისი იყოს" და ამ ადამიანს რეალურად აპამპულავებენ, რომლის გარეთ ყოფნისთვისაც თავი მოიკლეს ვითომ", - განაცხადა წულუკიანმა.