ის ადამიანები, ვისაც დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობის პრეტენზია აქვთ, მაგალითად, ბოკერია, ბურჯანაძე, ვაშაძე, ბარამიძე და სხვები არიან კრიმინალები და დამნაშავეები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, როცა საკუთარ ხალხს ერჩი.
ის ადამიანები, ვისაც დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობის პრეტენზია აქვთ, მაგალითად, ბოკერია, ბურჯანაძე, ვაშაძე, ბარამიძე და სხვები არიან კრიმინალები და დამნაშავეები. ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, როცა საკუთარ ხალხს ერჩი. ნაცისტების დანაშაულების უმეტესობა მიმართული იყო სხვა ხალხების წინააღმდეგ - ებრაელების, პოლონელების, რუსების და სხვების, თუმცა არც თავისი ხალხისთვის დაუკლიათ. ნაცმოძრაობის ძირითადი მიზანი იყო ქართველი ხალხის გატეხა და ახალი ადამიანის შექმნა, ეს არც დაუმალავთ. ადრე თუ გვიან ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ჩაწერილი მაქვს 1200 ინტერვიუ, სადაც ადამიანები მთხოვდნენ, არ დამესახელებინა მათი ვინაობა და ამას არც ვიზამ, მაგრამ სახარებაზე ხელს დავდებ და ვიტყვი, რომ ის, რაც „ჰეროკრატიაში“ არის ნაჩვენები, არც ერთ სიტყვა არაა ტყუილი“, - განაცხადა ხაინდრავამ.