რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტზე საქართველოსგან პასუხს ელოდება, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მათი შეშფოთების საგანი არის ის, რომ ვაშინგტონი არ უხსნის მათ, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს.
"ვერ ხერხდება რუსი სპეციალისტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში. ქართული მხარე ჯერ არსებითად არ რეაგირებს 2019 წლის ივნისში გაგზავნილ ჩვენს ნოტაზე, სადაც მოვითხოვეთ, მოგვაწოდონ ინსტრუქცია შესაძლო ვიზიტის შესახებ. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას. რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში იქნება მიზანშეწონილი მხოლოდ ყველა ლაბორატორიული შენობის (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებული შენობების) დაშვების გარანტიების უზრუნველყოფის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს ცენტრის რეალურ გადამოწმებას", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ვაშინგტონის ფარისევლურ პოზიციას, რომელიც ოფიციალურად მხარს უჭერს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის გაძლიერებას, მაგრამ ამავდროუალად, ორი ათწლეულის განმავლობაში აგრძელებს კონვენციის იურიდიულად სავალდებულო ოქმის მიღების დაბლოკვას. უცნობია, თუ რა უშლის ხელს შეერთებულ შტატებს, დათანხმდნენ პროტოკოლით შემოთავაზებულ გადამოწმებას, თუ ლუგარის ცენტრი არ ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიქური იარაღის აკრძალვის კონვენციას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.