სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ფაშინიანის მილოცვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულს ხალხს თქვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.
100 წელზე მეტი ხნის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა გამოხატა მტკიცე სურვილი სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის შესახებ.
დღესაც, საქართველოც იცავს XX საუკუნის დასაწყისში გამოცხადებულ ფასეულობებს და აგრძელებს თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.
საუკუნეების განმავლობაში სომხურ-ქართული ურთიერთობები ღრმა პატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დაფუძნებული, რისი კარგი მაგალითიც არის მიმდინარე მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი დიალოგი.
გარწმუნებთ, რომ სომხეთს ახარებს მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევა. საქართველოს ჰყავს საიმედო მეგობარი და მეზობელი, სომხეთის რესპუბლიკის სახით.
ძვირფასო, პრემიერ მინისტრო, მე დიდად ვაფასებ, ჩვენი მთავრობების ეფექტურ თანამშრომლობას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი აღვნიშნავ ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის და სომხეთის მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში.
დარწმუნებული ვარ, კაცობრიობისთვის ამ ურთულეს განსაცდელს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დავძლევთ", - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის წერილში.