საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციას სჭირდება და ჩვენ ვაძლევთ ამ ცვილელებს, რომ მერე არ იყოს სალაპარაკო, ეს ცვლილებები რომ გვქონდოდა, მოვიგებდით არჩევნებს, მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, დავბრუნდებოდი ხელისუფლებაში და ასე შემდეგ, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ უნდა დაუჭრიოს ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდა.
„საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, რაც გზას უხსნის პირდაპირ საკონსტიტუტციო ცვლილებების კენჭისყრას. ეს ცვლილებები მათ სჭირდებათ და ჩვენ ვაძლებთ ამ ცვილელებს, რომ მერე არ იყოს სალაპარაკო, ეს ცვლილებები რომ გვქონდოდა, მოვიგებდით არჩევნებს, მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, დავბრუნდებოდი ხელისუფლებაში და ასე შემდეგ, ეს რომ არ იყოს სალაპარაკო, მათ ყველაფერი აქვთ. თუ ერთი ბრალდებულის გარეთ გამოსვლას ისინი ჩამოკიდებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უპასუხისმგებლობა“, - თქვა წულუკიანმა.