"ესენი არ არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ესენი არიან ორი დამნაშავე, უგულავა და ოქრუაშვილი, რომელიც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, თავის დროზე ვანო მერაბიშვილიც იყო შერაცხული ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მიერ პოლიტპატიმრად.
"ესენი არ არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ესენი არიან ორი დამნაშავე, უგულვა და ოქრუაშვილი, რომელიც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს ყველამ ვნახეთ. ამ გადაწყვეტილებაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და შეფასებები. თუ ახლა ოპოზიცია იტყვის იმას, რომ ეს კარგია და აკმაყოფილებთ, ისიც კარგია, რომ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, რაც გზას უხსნის პირდაპირ საკონსტიტუტციო ცვლილებების კენჭისყრას“, - თქვა წულუკიანმა.