შეერთებული შტატების სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა დაამტკიცა.
რეტკლიფის კანდიდატურას სენატში 49 რესპუბლიკელი სენატორი მიემხრო, ხოლო 44 დემოკრატი სენატორი წინააღდეგ წავიდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ეროვნული დაზვერვის მოქმედი დირექტორი, რიჩარდ გრენელი ტრამპის საარჩევო შტაბს შეუერთდება.
რეტკლიფი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ტეხასის შტატიდან და ეკუთვნოდა კონსერვატორულ რესპუბლიკურ ფრთას. ტრამპმა მისი კანდიდატურა თავდაპირველად 2019 წლის ივლისში წარადგინა, მაგრამ მოგვიანებით მოხსნა, რაც ის საკმარისი კვალიფიკაციის უქონლობის გამო გააკრიტიკეს.
ტრამპმა 2020 წლის თებერვალში რეტკლიფი ხელახლა წარადგინა სენატში დასამტკიცებლად.