3 ივნისიდან იტალია ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალ გადაადგილებას აღადგენს. განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
მისივე განცხადებით, 18 მაისიდან იტალიაში შესაძლებელი გახდება შიდა, რეგიონთაშორისი გადაადგილება სხვადასხვა მიზნობრიობით - სამუშაოს შესასრულებლად, ჯანდაცვისა და გადაუდებელი საჭირიეობის გამო.
"3 ივნისიდან დაიწყება ევროკავშირის შიგნით გადაადგილება, იტალიაში ჩამოსული ადამიანების საკარანტინო ვალდებულების გარეშე. ეს შექმნის ტურიზმის აღდგენის წინაპირობებს", - თქვა კონტემ.
18 მაისიდან იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი შევა ძალაში. გაიხსნება მუზეუმები, სილამაზის სალონები, მაღაზიები. აღდგება საეკლესიო მსახურება სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით.
იტალიაში კორონავირუსის 223 885 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 31 610 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 120 205.