უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან რასაც უნდა ველოდოთ, - განაცხადა "ქართული ოცნების" ყოფილმა, წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა, ევროპარლამენტის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპარლამენტში 19 მაისს წარადგენენ.
თამარ ჩუგიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს საერთაშორისო პარტნიორების მისამართით უფრო რბილი ტონი შეარჩიონ.
„მომხსენებლის ანგარიში, არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც იხილება ევროპარლამენტში. ასევე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი. 3 დისკუსია იქნება მომავალი თვის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან რასაც უნდა ველოდოთ. ერთი რჩევა მექნებოდა ხელისუფლებასთან - იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან გარკვეულ ნაბიჯებს ელოდნენ და რომლებიც ახლა არიან იმედგაცრუებულები, მათ მტრებად ნუ შერაცხავთ, რადგან ეს ადამიანები არ არიან მტრები და მათ ხელში არის საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან ბევრი გადაწყვეტილებები, მათ შორის ფინანსური დახმარებები, ამიტომ მესიჯები შეცვალეთ და შეასრულეთ ის დაპირებები, რომლებსაც ყველა ელოდა თქვენგან", - ამბობს ჩუგოშვილი.
19 მაისს, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილევენ ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის მტავარი თემა იქნება - "როგორ ასრეულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას".
„ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეების მიმართ, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რასაც მოყვა პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს, რისი ვალდებულებაც ნაკისრი აქვს ასოცირების შეთანხმების მიხედვით. მოვუწოდებთ გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, რომ ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულება უზრუნველყოფილი იყოს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზების გამო დაზარალდა", - ნათქვამია დოკუმენტში.