რაც ახლა ხდება ჩვენს პოლიტიკაში კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, ვიდრე 8 მარტამდე იყო, - განაცხადა "ქართული ოცნების" ყოფილმა, წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა, ევროპარლამენტის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპარლამენტში 19 მაისს წარადგენენ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მესიჯები და შეასრულონ ის დაპირებები, რომლებსაც მათგან ყველა ელოდა.
"ევროპარლამენტში, ისევე როგორც, სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში, ნოემბრის შემდგომ გამწვავებული ფონი ჩააცხრო 8 მარტის შეთანხმებამ. რაც ახლა ხდება ჩვენს პოლიტიკაში და ქვეყანაში, ეს პირიქით კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, ვიდრე 8 მარტამდე იყო.3 დისკუსია იქნება მომავალი თვის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან რასაც უნდა ველოდოთ”, - ამბობს ჩუგოშვილი.
19 მაისს, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილევენ ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის მტავარი თემა იქნება - "როგორ ასრეულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას".
„ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეების მიმართ, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რასაც მოყვა პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს, რისი ვალდებულებაც ნაკისრი აქვს ასოცირების შეთანხმების მიხედვით. მოვუწოდებთ გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, რომ ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულება უზრუნველყოფილი იყოს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზების გამო დაზარალდა", - ნათქვამია დოკუმენტში.