ახალი მომსახურებით *303# მხოლოდ 2 დღეში 17 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.
🔻მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია:
👉 ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ კომპანიის მხრიდან ოპერატიულად რეაგირებისათვის
👉 გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი
👉 შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი
👉 მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.
🔻*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.