მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციით მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე აქციზის საფასურის გათანაბრებისთვის შესაბამისი ცვლილება "საგადასახადო კოდექსში'' უნდა შევიდეს.
კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ღირებულება 40-იდან 60 თეთრამდე გაიზრდება რითაც იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ღირებულებას გაუთანაბრდება. უფილტრო სიგარეტზე კი აქციზი 10-იდან 15 თეთრამდე გაიზრდება.
აქციზის გათანაბრებას საპარლამენტო უმრავლესობაშიც და მთავრობაშიც იძულებით გადაწყვეტილებას უწოდებენ, მაგრამ განმარტავენ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შეუსრულებლობა უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირსა და საქართელოს შორის სავაჭრო ურთიერთობებზედაც.
"ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა შესაძლოა მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფლალი ვაჭრობის შეთანმხების გაფორმების მიმართულებითაც',' - ნათქვამია კანონპროექტში.
კანონოპროექტს პირველი მოსმენით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.