საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ჩრდილო-კავკასიელების საქართველოში უვიზოდ გადმოსვას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ იდეა არანირი საფრთხის შემცველი არ არის. წიკლაური ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პოპულისტური განცხადებებისთვის უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ აკეთებენ.
როგორც იგი აღნიშნავს, პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან გააჟღერა ის იდეა, რომ კავკასია ერთიანად უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა შეიქმნას ბარიერები ჩრდილო კავკასიასა და სამხრეთ კავკასიას შორის.
წიკლაური ოპოზიციას მოუწოდებს, რომ "ვიწრო პრიზმაში ნუ იყურებიან, ვინაიდან ფსევდო პატრიოტიზმი სიკეთეს არ მოუტანთ". ეს განცახდება წიკლაურმა დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც "ქრისტიან-დემოკრატებმა" ჩრდილო-კავკასიელების საქართველოში უვიზოდ გადმოსვლის საკითხი ქვეყნისათვის საშიშროებად შეაფასეს.