დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა და პირობა დადო, რომ შემდეგ კვირას ეკონომიკის აღდგენის დეტალურ გგემას წარადგენს.
ბორის ჯონსონის განცხადებით, გაიხსნება სასწავლო დაწესებულებებიც.
"შემიძლია განვაცხადო, რომ პიკი გადავლახეთ... ჩვენ ქვევით ვეშვებით", - აღნიშნა ჯონსონმა ბრიფინგზე.
"მომავალ კვირას წარვადგენ ჩვენი ეკონომიკის ამოქმედებისა და სწავლის განახლების დეტალურ გეგმას", - დასძინა პრემიერმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საუბარი საკარანტინო ზომების გაუქმების ან შერბილების შესახებ, ნაადრევია.