შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პრეპარატ "რემდესივირის" კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანობის გამოცდას "კარგი ამბები მოჰყვა".
ენტონი ფაუჩმა ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პრეპარატის გამოცდის შედეგები ოპტიმისტურია და დასტურდება, რომ მას ვირუსის ბლოკირება შეუძლია.
"რემდესივირი" ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის, "გილეადის" მიერ მომაკვდინებელი ვირუსის, "ებოლას" საწინააღმდეგოდ შექმნილი პრეპარატია, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაცენტებთან დადებითი შედეგი აჩვენა.
აშშ-ში ჩატარებულ გამოკვლევაში 1063 პაციენტი მონაწილეობდა.
ენტონი ფაუჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და მას კარგი ამბავი უწოდა.