ჩვენ მასობრივად არ დაგვიწყია აგრესიული ტესტირება, მაგრამ ვტესტავთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველომ მსგავსი მიდგომა აირჩია და ეს აღმოჩნდა წარმატებული, მათ შორის ამერიკასა და ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე მეტად.
"ამიტომაა რომ შედარებით მოკრძალებული ციფრით ტესტირების, ვდებთ უკეთეს შედეგებს ვიდრე იტალია, ამერიკა და სხვები. ისინი ტესტავენ გაცილებით მეტ შემთხვევას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. იმის ალტერნატივად, რომ ტესტების დიდი რაოდენობა არ გვქონდა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ხარისხს უკავშირებს, ეს პრობლემა კი ნამდვილადაა მსოფლიოში, ამ ვითარებას ჩვენ დავუპირისიპირეთ ტაქტიკა ალგორითმის, კასკადისა და პროტოკოლების. ყველა პიროვნება, ვისაც რაიმე სიმპტომი აქვს, ან კონტაქტში იმყოფებოდა საეჭვო პირთან, აქვს უფლება დარეკოს ცხელ ხაზზე, გადამისამართდეს სპეციალურად შერჩეულ ოჯახის ექიმთან, გაივლის კონსულტაციას და თუ მცირე საბაბი მაინც არსებობს, მათ ამისამართებენ ცხელების ცენტრებში. აქ უკვე მათ ტესტირებას უტარებენ. ასეთი მოდელი არცერთ ქვეყანას არ აქვს და ეს გვაძლევს საშუალებას მცირე რაოდენობის ტესტირებით მივაღწიოთ შედეგებს. გერმანიამ აიღო სხვა ტაქტიკა, ყველას ტესტავს და ეს კარგია",-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.