იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 3 033 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში განკურნებულთა რაოდენობა 57 576-ს შეადგენს.
"დღევანდელი მონაცემები განსაკუთრებულად საიმედოა. გამოჯანმრთელებულთა და გაწერილთა რიცხვმა პირველად გაუსწრო ახალი შემთხვევების რაოდენობას", - განაცხადა იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ.
ქვეყანაში, გასულ 24 საათში COVID-19-ით გარდაიცვალა 464 ადამიანი. საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 25 549-ს აღწევს.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 189 973 შემთხვევაა დადასტურებული.