დღეს, 12 ოქტომბერს, 13:45 საათზე, საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი პრეზენტაციას გამართავს და მუშაობის შედეგებსაც შეაჯამებს.
პრეზენტაციას საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე და ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი დაესწრებიან.
როგორც ბიზნესასოციაციაში განმარტავენ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კომიტეტის ანგარიში ახალ საგადასახადო კოდექსზე ერთწლიანი მუშაობის და მიღწეული შედეგების შესახებ. პრეზენტაცია გათვალისწინებულია, რგორც უშუალოდ კომიტეტის საქმიანობაში ჩართული ჩვენი წევრებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის, ასევე მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.
საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის პრეზენტაცია სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართება.