აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და სოხუმში ჩასულმა მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ხელი მოაწერეს შეთახმებას "აფხაზეთის ხელისუფლებასა და მოსკოვის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის" ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნათელა აკაბამ და მოსკოვის მერიის სასურსათო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბაბურინმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ სასურსათო სფეროში.
ამის შემდეგ მოსკოვის მერი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სოხუმში მდებარე თავისუფლების მოედანზე აფხაზეთისათვის ჩამოტანილი ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს დაესწრენ.
ამის შემდეგ მოსკოვურმა დელეგაციამ სოხუმის ცენტრში მშენებარე "მოსკოვის სახლის" სამშენებლო სამუშაოები მოინახულა და სოფელ ეშერაში განთავსებულ რუს სამხედროებსაც შეხვდა.
მოსკოვის მერის ვიზიტის პატივსაცემად სოხუმის ფილარმონიაში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით "რუსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდობა _ ერთად მომავლისკენ".