მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა შტატებმა უკვე წარადგინეს ეკონომიკის ამუშავების გეგმა და შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა გაცილებით უფრო საშინელი იქნება, რადგან ის სავარაუდოდ სეზონური გრიპის ეპიდემიას დაემთხვევა. ამის შესახებ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორმა რობერტ რედფილდმა Washington Post-ს განუცხადა.
"არის ვარაუდი, რომ ჩვნს ქვეყანაზე ვირუსის თავდასხმა მომავალ ზამთარს უფრო მძიმე იქნება... ჩვენთან გრიპისა და კორონავირუსის ეპიდემია ერთმანეთს დროში დაემთხვევა", - განაცხადა რედფილდმა.
მან აღნიშნა, რომ ორი რესპირატორული დაავადების ერთდროული აფეთქება გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა მოექცევა "წარმოუდგენელი დატვირთვის" ქვეშ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რიცხვმა 45 ათასს მიაღწია. ინფიცირებულია 820 ათასზე მეტი ადამიანი.
შეერთებული შტატები მსოფლიოში COVID-19-თ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.