მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, დაახლოებით 115 ვაქცინა მუშავდება. საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტი ერთ-ერთია, რომელიც ასევე მუშაობს ვაქცინის შექმნაზე. ისინი იყენებენ უკვე არსებულ, ლიცენზირებულ წითელას ვაქცინას, რომლის მოდიფიკაცია მოხდება ახალი Sars-Cov-2 პროტეინით.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, მეცნიერ ფრედერიკ ტანჟი თვლის, უკვე ლიცენზირებული და რეკომბინანტული ვაქცინის გამოყენება პროცესებს დააჩქარებს.
ფრედერიკ ტანჟი აცხადებს, რომ სოციალური დისტანცირების ღონისძიებები და იზოლაცია ჰგავს ღია ჭრილობაზე დამაგრებულ პლასტირს. ვირუსის კონტაგიოზურობის (ინფექციური დაავადების თვისება, გადაეცეს გავადებულებიდან ჯანმრთელებს) გათვალისწინებით, ვირუსის შეჩერებისთვის უნდა მოხდეს მსოფლიოს მოსახლეობის 60-70% იმუნიზაცია. ეფექტური ვაქცინა პანდემიის დამარცხების ერთადრთი რეალური საშუალებაა.
"იმის მიხედვით, რაც ჩვენ ვიცით SARS-CoV-2-ის გადამდები პოტენციალის შესახებ, მსოფლიო მოსახლეობის 60% 70%-ის იმუნიზაცია უნდა მოხდეს", - განუცხადა ტანჟმა Business Insider- ს.
ტანჟი ამბობს, რომ პასტერის ინსტიტუტის პარიზის კამპუსში არსებული ყველა 133 განყოფილება ორიენტირებულია COVID-19- ის პანდემიაზე.
იანვარში, პასტერის მეცნიერებმა დაასრულეს ევროპაში კორონავირუსის პირველი სრული გენომის შესწავლა სულ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ეს აუცილებელი იყო იმის გაგებისთვის, თუ ვირუსმა რამდენად განიცადა მუტაცია, ჩინეთში, უხანში მისი პირველადი აღმოჩენის შემდეგ.
მარტში ნორვეგიის ეპიდემიური მზადყოფნის კოალიციამ ინსტიტუტისთვის 4,9 მლნ-იანი გრანტი დაამტკიცა, პრეკლინიკური კვლევებისთვის. ეს არის 8 ვაქცინის კანდიდატს შორის ერთ-ერთი რომელსაც მხარს უჭერს კოალიცია, თუმცა მათგან სრულ დაფინასნებას ალბათ 3-4 პროექტი მიიღებს.
კოალიციის შეფასებით, 2 მილიარდი დოლარი დაჯდება COVID-19-ის ვაქცინის შემუშავება, რომელიც შეიძლება საკმარისი რაოდენობით იყოს წარმოებული, რათა რეკორდულ დროში მოხდეს მილიარდობით ადამიანის იმუნიზაცია.