კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სულ მცირე 91 პაციენტი სამხრეთ კორეაში, კარანტინის დატოვების შემდეგ, ვირუსით ხელახლა დაინფიცირდა. იტყობინება BBC-ი.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ვითარების შესასწავლად იმ ქალაქში, სადაც შემთხვევები დაფიქსირდა, გაგზავნილია ეპიდემიოლოგების სპეციალური ჯგუფი.
როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, შესაძლებელია, ადამიანთა ორგანიზმში მოხდა ვირუსის განმეორებითი აქტივაცია და არა განმეორებით დაინფიცირება.
გამოცემის ცნობით, მსგავსი შემთხვევები აძლიერებს შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე რეალურია მას შემდეგაც კი, როდესაც ითვლება, რომ ვირუსი გაქრა ადამიანის ორგანიზმიდან.
პაციენტებში ვირუსის ხელახალი რეციდივის შესახებ მანამდე ჩინელი ექიმებიც იუწყებოდნენ.
უხანელი ექიმები აცხადებდნენ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების 10%-ს ვირუსი განმეორებით შეეყარა.