უკრაინაში ოფიციალური ენა სამი უნდა იყოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანნა გერმანმა უკრაინის ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლის დროს.
"ჩემი აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთი არატრადიციული მეთოდი არსებობს: უკრაინაში ოფიციალური ენა სამი უნდა იყოს - უკრაინული, რუსული და ინგლისური", _ განაცხადა გერმანმა.
მისივე თქმით, ინგლისური ენა უკრაინას საშუალებას მისცემდა "მსოფლიოში გაჭრილიყო".
"შემოვიღოთ უკრაინაში სამი ოფიციალური ენა და ვნახავთ, თუ რამდენ ახალგაზრდას ექნება მოტივაცია ისწავლოს მსოფლიო ენები", - განაცხადა გერმანმა და დასძინა, რომ ეს არის ის იდეა, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებას მიაწვდის და მისი აზრით, საზოგადოებაში ამ საკითხზე დისკუსიების მოწყობა ნამდვილად ღირს".