გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 91 714 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 342 ადამიანი. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 5 936 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 84 შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 218 474-ს მიაღწია, გარდაიცვლა 65 884 ადამიანი, დაავადება უკვე 252 538-მა პირმა დაამარცხა.