საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობას განიხილავენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 55-ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ედინბურგში დღეს იხსნება.
ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები საქართველოსთან ერთად ალიანში მოლდოვის გაწევრიანებაზეც იმსჯელებენ. სესიაზე ნატოს 28 ქვეყნის 340 დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას.
განსახილველ საკითხთა შორისაა, ალიანსის რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა ავღანეთსა და პაკისტანში არსებული ვითარება.