მომავალი კვირიდან სააფთიაქო ქსელებში საქართველოში წარმოებული პირბადეები გამოჩნდება, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.
მინისტრის თქმით, საქართველოში პირბადეების წარმოება ხდება მარლით, რომელის იმპორტირებაზე მსოფლიოში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. თუმცა როგორც თურნავამ განმარტა, საქართველომ დიპლომატიური კორპუსის ჩარევით საჭირო მარლის მოძიება მოახერხა და მომავალი კვირიდან ადგილობრივი წარმოების პირბადეები აფთიაქებშიც გამოჩნდება.