საქართველოში COVID-19-გან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 21-ს მიაღია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.