საქართველოში თურქეთის ახალმა ელჩმა ლევენ მურად ბურჰანმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების საქმეში დახმარებას. ამასთან, ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
უმცირესობის ლიდერს მიაჩნია, რომ თურქეთისთვის საქართველო მხოლოდ საექსპორტო ბაზარს არ უნდა წარმოადგენდეს და საჭიროა ქვეყანაში ახალი ტექნოლოგოების შემოტანა და წარმოების ადგილზე განვითარება განხორციელდეს.
ბურჰანი პარლამენტის სხვა წევრებთან შეხვედრასაც გეგმავს.