კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თვითდასაქმებულებს, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს, თვეში 2 500 გირვანქა სტერლინგით დაეხმაროს. იუწყება BBC-ი.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეებმა, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო, ფინანსური ზარალი განიცადეს, თავიანთი სურვილი, დახმარების მიღების შესახებ უნდა გამოხატონ და მთავრობას მიმართონ.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითდასაქმებულები პირველ დახმარებას ივნისის შემდეგ მიიღებენ.
ყოველთვიური დახმარება სამი თვის განმავლობაში გაიცემა, თუმცა მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დახმარების ხანგრძლივობა კიდევ გაიზარდოს.
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 5 მილიონამდე თვითდასაქმებულია.