კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში. იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით გარდაცვლილია 72 წლის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსული ინფექციის გარდა აღენიშნებოდა თანხლები დაავადებები, ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევა.
ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევა.