დიდ ბრიტანეთში ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის (NHS) მდარდასაჭერად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა იმედოვნებდა, რომ დაახლოებით 250 000 ადამიანი გამოთქვამდა მოხალისეობის სურვილს, თუმცა ბევრად მეტი ადამიანი, 560 000 მოქალაქე დარეგისტრირდა სპეციალურად შექმნილ პორტალზე.
"ფანტასტიკურია. 560 000-მა ადამიანმა უპასუხა ჩვენს მოწოდებას, რომ მოხალისეობრივად დაეხმარონ ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურს, რათა ერთიანი ძალებით დაამარცხონ კორონავირუსი“, - წერს ჰენკოკი.
მოხალისეები სხვადასხვა დავალებას შეასრულებენ, შეიძენენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და სხვა საჭირო ნივთებს და მიაწოდებენ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაშ იმყოფებიან.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 642 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 140 პაციენტი, გარდაიცვალა 467.